ნუ გეშინია...


ნუ გეშინია,დრო შენს თავს ვერ დამავიწყებს
შენს ანგელოზებს,ჩემს პატარა ძმებად მივიჩნევ
თუმც ვფიქრობ,რომ აქ შენსავით ვერავინ მღერის
ამასთან ერთად,სიყვარულსაც დავამატებდი...

გონების მიღმა,შენი სიტყვები მაქვს გადამარხული,
ის პერიოდი,როცა წერილები ათბობდნენ სხეულს...
შენგან ვისწავლე,რომ გრძნობებს არ აქვთ საზღვრები
და როცა სუნთქავ ვინმეზე ფიქრით,უკვე მადლია...

რამდენგან მითქვამს,ეს ოხერი რომ შემძლებოდა
დაუფიქრებლად გავცვლიდი სიცოცხლეს,დიახ!
მე შენს მაგივრად დავიფარებდი სუსხიან მიწას,
რომ შემძლებოდა,ან რომ შემეძლოს...

ჩემთან ფანჯრები ამოვლესე მელანქოლიით,
მტკივნეულია,როცა სვამენ შენი ხსოვნის ფიალას
ფონზე სიმღერის,ღმერთი დიდია,შემდეგ ინათებს
რაც ანათებდა,ბუნებრივი,შენი ღიმილი იყო და არის...!

ვუძღვნი თეონა ქუმსიაშვილს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი