წვიმს...


წვიმს,დღეს განსაკუთრებულად წვიმს,
აიშალნენ ფიქრები,თუმც სადა ვარ არ ვიცი
სიგარეტის ღერები,მივატოვე უწინ და
აკი უკვე გითხარი,რომ ჩვენიდან შენ წამშლი.

მოღარიბო ფიქრებს კი,მე ვერაფრით ვერ ავცდი
რომ შემეძლოს უკან სვლა მეტჯერ უკვე აღარ ვცდი
იმ საქმეებს რომელსაც სულ ხვალისთვის ვიტოვებ
ხვალე აღარ არის და დღეს სულ არ მცალია...

სექტემბრის ნაცვლად მიყვარს აპრილი
არა იმიტომ რომ მე დავიბადე
ამ თვეს ნაკლებად გაუცვდა ფერები
და ჩემს სამყაროს უფრო უხდება...

ახლოა ზეცაც,როცა ასე მოიწყენენ ხოლმე ღრუბლები
თითქოს ბავშვივით მგონია ხელებს შევახებ
აღმოჩნდება რომ ცაში კი არა,მიწაზეც ვერ ვდგევარ
გამოვშრი,როგორც გვალვისას ფეხ-ქვეშ ეს მიწა... 

არ ვიცი როდის,და რა გზებით წამიყვანს ეს დრო
სად დამანარცხებს ანდა რას მატკენს
თუმცა ცხადია იმაზე დიდ ტკივილს
ვერავინ მოგაყენებს ვიდრე - შენ შენს თავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი