მოხუცის სევდა...


ქუჩაში მდგარი მოხუცის თითებს
რომ გასჩენიათ სიყვითლე ფერთა,
ნუთუ ვერ გესმით მათი ყვირილი
უგულოდ ჩავლისას გულში რომ ვურტყამთ...

ახალგაზრდობის წლები მიდის და
ჭკნობას დაიწყებს ჩვენი სხეულიც
ასე არის რომ სანამ ვერ ხვდები
ვიდრე ტკივილი ტყავს შენც არ გაგაძრობს...

რამდენ სევდას და რამდენ განსაცდელს
გადაუვლიათ მათ ზურგზე სიმწრით
ნუ გაუწყრები და ნუ დასცინებ
შენ ვინ იქნები მერე არ იცი...

და თუ ნაოჭებს დრო ჩვენც დაგვითვლის
ვერ ამოავსებს იარებს სითბო,
ყოველ ჩვენთაგანს ასი თუ არა
ერთი ძლიერი ტანჯვა მუდამ თან დასდევს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი