ოცდამეორე გაზაფხული...


ოცდამეორე გაზაფხულიც ჩუმად გაივლის,
და ეს ზაფხულიც არ იქნება უშინაარსო
როცა ჩაქრება შენთვის ბოლო მზე,
მიხვდები რისთვის გაგათამამე...

დამჭკნარ გვირილებს,სიცოცხლე უნდათ
ვით სიტყვებს,დღიურში რომ გიწერია
ჩემი ლექსები შენთვის აბრეზია
და ისევ მაბრალებენ მე ამნეზიას...

თუმც ახლა ძალიან ჩქარა მორბოდე,
ნანობდე ყოველ გადადგმულ ნაბიჯს
პასუხებისთვის ნუ გაირჯები,
მე არაფერი მიკითხავს შენთვის...

ნანგრევებს მიღმა ბილიკებმა დაკარგეს ფერი,
და ჩემს სახლის წინ შენი გამხმარი გრძნობები ყრია
შენ უჩემობა ვეღარ ითამაშე,
და ახლა ბედნიერ გოგოს როლს თამაშობ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი