აკანკალებულ თითებს...


აკანკალებულ თითებს ვაძალებ
რომ შენზე წერა აღარ შეწყვიტონ,
გავდივარ უამრავ ქუჩას ყოველ დღე
და ყველა კუთხე ძალზედ ცივია.

გამვლელის სიმწარეს მე ჩემში ვხედავ
რომ ეტირება და თავს იკავებს
მის ნაძალადევ ღიმილთან ერთად
მისი თვალებიც ბევრ ტკივილს მალავენ...

დაბადებიდან უკვე ომში ვართ,
და ყველა იმედს დღითი დღე ვკარგავთ
ისე დაგვიმძიმა თვალები ძილმა
რეალობას და სიზმრებს ვერ ვარჩევთ.

აკანკალებულ თითებს ვაძალებ
რომ შენზე წერა აღარ შეწყვიტონ
რომ ერთ ლამაზ დღეს მე და შენ ისევ
გამვლელის სახით ერთმანეთს ვნახავთ...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი