..და წავიდა კატა..


ამ ორი თვის წინ ჩემი კატა წავიდა სახლიდან.
წავიდა და ალბათ სადმე უხვგირჩა ფიჭვის ხესთან გარდაიცვალა.
მე ამ ლექსს თებერვალში ვწერ,
ის კი დეკემბერში,ახალ წელს დაიკარგა ძველი წელივით.
ზამთარში სულ სახლში იყო,ჭამისგან და სითბოსგან განებივრებული,
ახლა კი მის ყვითელ ბეწვებს ვეღარ ვხედავ სავარძელზე დაყრილს.
იგი მოხუცი იყო.
ოქროსფერ თვალებსა და ნაკაწრებზე ეტყობოდა,რომ ბევრი მარტი ჰქონდა გადატანილი.
ჩემმა კატამ დაუკითხავად დამტოვა,გაქრა და კარები ღია დატოვა,
როგორც ამას ადრე იყო შეჩვეული.
ასე მეგონა სანამ კედლის კუთხეში ამოფხაჭნილი ასოები არ შევამჩნიე.
ჩემი კატის კალიგრაფია იმწამსვე ვიცანი.
წერილი დაუტოვებია:
''მარჩენალო,ვიუწყები იმის გამო,რომ წავედი.მონახე ჩემნაირი ყვითელი კატა და იყავი მასთან ბედნიერი.
ძალიან არ შეიყვარო,რადგან მისი სიკვდილი გულს დაგწყვეტს.
თხოვნა იქნება,რომ მას ჩემი ჯამიდან არ აჭამო,
მე რომ მიყვარდა ისე არ ეამბორო,
მე რომ მანებივრებდი ისე არ მოექცე,
წვიმიან ამინდში გარეთაც გააგდე და შუა ღამეს კარებთან რომ მოგადგება, მისი კნავილი გულზე ნუ მოგეპიტნავება.
მე რომ გიყვარდი ისე არ შეიყვარო_ეს ყველაფერი იმიტომ,რომ კატები იგივე ადამიანები არიან და მათაც აქვთ სიცოცხლის უფლება.მე დავინახე ბოროტება,სიყვარული და სიღარიბე,მას შემდეგ მე ჩამოყალიბებული კატა გავხდი.
P.S. არ მეძებო! იმის გამო კი არ წავსულვარ,რომ ჩემი სიკვდილი გენახა''.
ამის შემდეგ მივხვდი იმას,თუ რა მაგარი კატა მყოლია.
იგი წავიდა და ალბათ სადმე ხშირტოტა ნაძვის ქვეშ მიიცვალა.
იმ ქვეყნად სხვა კატებთან იმედია ამაყად ილაპარაკებს,რომ წინა ცხოვრებაში ადამიანი იყო.
ჩემი კატა წავიდა სახლიდან და ალბათ რომელიმე ფესვგადგმულ მუხის ძირას მიისვენა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი