2


შენ ახლა ისევ შეცდომებს ეძებ, 
სხვებში და მეტის ცოდნას იფერებ, 
თუ შესძელ როგორც ზამთარში საბანს, 
გვერდზე მწოლისგან გადმოიფარებ...

მაინც ამაყობ რადგან იმარჯვებ, 
და სხვისი წილი სითბოც შენია... 
შენთან ვერასდროს ვერ გაიმარჯვებს, 
ვისაც ნამუსი შემორჩენია..
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი