ი რ ო ნ ი ა


ხშირად არის მომენტი როდესაც ადამიანებს თავს ვუხრი და ვაკვირდები მათ უსუსურობას, მაშინ როცა ერთი ხელის მოსმით შემიძლია მათი განადგურება.... 
ვუყურებ და მეღიმება მათ საქციელზე, თუ როგორ ცდილობენ დააბიჯონ დაცემულ ადამიანს, ზედ შედგნენ და ამით განამტკიცონ თავისი სიმაღლე, იქნებ ასე უფრო მეტნი გამოჩნდნენ ვიდრე არიან... 
მერე რა რომ დაცემული იყო... ხომ გადათელეს... 
ეამაყებათ.... 
ჰგონიათ დაცემულზე შედგომით შეძლებენ მაღლა აწევას და იმ ჭაობიდან ამოსვლას სადაც იძირებიან... 
რა ქნან.... 
ცდილობენ... 
ეს ხომ მათი უკანასკნელი შანსია.... 
უკანასკნელია იმიტომ რომ სუსტები არიან და წაქცეულს თუ არ დააბიჯეს მყარად მდგომს ვერაფერს დააკლებენ, ამიტომაც შანსს არ უშვებენ ხელიდან თორემ... 
.... თორემ ძლიერს რა უჭირს, ძლიერმა იცის რომ ისეა განმტკიცებული თავისი ცოდნით და სულიერებით რომ სულ არ ჭირდება ვინმეზე დაბიჯება მაღლა ასაწევად... ისედაც კარგად იცის თავისი სიმაღლე, ამიტომაც უფრო ლმობიერია და ხშირად სინანულსაც განიცდის ამ უმეცართა მიმართ... თუმცა არც ძლიერია ბოლომდე ბედნიერი თავისი ხვედრით... რადგან იგი სწუხს ამ უსუსურ ადამიანებზე და ცდილობს რაიმე ხსნა მოუნახოს მათ სწორ გზაზე დასაყენებლად... ამიტომაც უწევს ყოველთვის რაღაც გარკვეული სირთულეების გადალახვა ოღონდ არა საკუთარი თავის გამო, არამედ სხვის დასახმარებლად... მაგრამ ეს გარკვეულწილად თავის ბრალიცაა რადგან თვითონ არის ასეთი და სხვანაირად მოქცევა არ შეუძლია... თავს ვერ აარიდებს უსამართლობას და ვერ დაელოდება სუსტი ადამიანივით ხელსაყრელ მომენტს... 
ამიტომაცაა რომ ძლიერებს შურისძიება არ ახასიათებთ, ისინი პირველივე წამიდან იქცევიან ისე როგორც მათი სიმართლე და შინაგანი სამყარო მოითხოვს... ამის შემდეგ მათ გასაკეთებელი და შურის საძიებელი აღარაფერი რჩებათ იმ სუსტებისგან განსხვავებით რომლებიც ვერ ბედავენ საჭირო დროს საჭირო საქმის გაკეთებას... 
ისინი გარბიან... 
იმალებიან... 
იბოღმებიან..
ფიქრობენ... 
გეგმავენ.... 
შეიმუშავებენ რაიმე მზაკვრულ გეგმას რომლითაც ეცდებიან თავი დააჭარბონ იმ ადამიანს რომელსაც აქამდე ვერაფერი შეჰბედეს... 
არადა გაცილებით უკეთესი იქნებოდა თავის მინუსს რომ ხედავდნენ და იმის გამოსწორებას ცდილობდნენ ისეთივე მონდომებით როგორითაც შურისძიებას გეგმავენ... 
ეს კი არ შეუძლიათ... ამიტომაც არიან სუსტები... 
არ შეუძლიათ საკუთარი თავის და საქციელის ჩაწვდომა... 
გაკონტროლება...
გაანალიზება...

ისინი ვერ ხვდებიან რომ ადამიანი შეიძლება დაიბადოს სუსტი, მაგრამ გაძლიერდეს... 
ისწავლოს საკუთარ თავზე მუშაობა... 
შავის და თეთრის გარჩევა...
საჭირო დროს საჭირო სიტყვის თქმა...
თუმცა ეს რთულია და არის ადამიანების კატეგორია რომლებიც მხოლოდ იმას ჯერდებიან რაც იოლად მისაღწევია და ამით კმაყოფილდებიან...
ჩემი აზრით კი ადამიანმა ზრდა არუნდა შეწყვიტოს, იგი ყოველდღიურად უნდა განვითარდეს... 
ისწავლოს... 
დაიხვეწოს... 
გამოიწრთოს.... 
და მოიქცეს ისე რომ სხვებსაც უბიძგოს ძლიერებისკენ... !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი