წარსულო, მე არ მრცხვენიხარ!


სრული არაფერობა.
მიტოვებული სახლები,
ჩამქრალი სინათლეები,
გადამწვარი ნათურები,
ჩაფერფლებული სიგარეტის ღერები,
ორის საწოლზე,
ნახევარი მარტოსული მომძინარე.

მინდა დღეებს სახელები დავარქვა,
იმ ადამიანებს საპატივცემულოდ,
ვისაც ვახსოვარ.
უცნაურია, რომ დღეებს ორშაბათიდან კვირამდე ვთვლი.

ნაღვლიანმა გადავკვეთე გზაჯვარედინი,
რამდენიც გინდა იღიმე,
თვალებია სევდით სავსე.

მე რომ ორი სიცოცხლე მქონოდა,
ანდაც, თუ ნატვრაა, ოცნებების ქალაქში,
იყოს ათი.
ერთი სიცოცხლით, მე მე ვიქნებოდი.
მეორე სიცოცხლეში, სხვა ქვეყანაში დავიბადებოდი.
ასე ავირჩევდი ათ სიცოცხლეში სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა ქალაქებს.
ნიუ-იორკი, ამერიკა, საფრანგეთი, თუმცა ათივე სიცოცხლეში,
არჩევანს შენზე შევაჩერებდი. ერთხელ დავიბადე,
სიცოცხლეც სხვებისგან განსხვავებით, ერთი მაქვს.
ერთი სიცოცხლე, ერთი სიყვარულია.
მაგრამ მგონია, რომ ათჯერ დავიბადე,
და ათჯერ შემიყვარდი, სხვადასხვა ქალაქებიდან.

შემიძლია შენი გამორჩევა, პლანეტაზე, სადაც 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი