ლუკა კუხიანიძე

მწერალი, პოეტი, დრამატურგი

0 206

ახალი წელი


ახალი წლის მეორე დღეს,
როგორც წესი, ვაზაში მხოლოდ უგემური კამფეტია.
შენ ნუ აღელდები, თუ ცხოვრება არასწორად მიდის.

დღეს ბედობაა,
გვერდით არ მყავხარ,
მაგრამ ფიქრში დამებედები.

შენ ნუ აღელდები, თუ ცხოვრება არასწორად მიდის.
დღეს ბედობაა,
ვაზაში მხოლოდ უგემური კამფეტი რჩება,
ჩანს ყველაფერი უკვე იყო.

კიდევ ერთხელ მითხარი სიყვარული,
მინდა დავიმახსოვრო,
რათა დავიბედო.

სასაცილოა 34 წლის კაცის ოცნება, ძილის წინ?
კომენტარები (0)