"სუნთქვა. ცალი ფილტივთ". ამონარიდი 2


კარში ის გოგო შემოვიდა, რომელსაც ნიკო არ იცნობდა.
- მოდი, - უთხრა ნიკომ. გოგო მაგიდამდე ფეხისთრევით მივიდა. ნიკომ ანიშნა დამჯდარიყო.
- რა გქვია?
- მარია. - უთხრა გოგომ.
- დაუმთავრებელს ჰგავს.
- რა?
- შენი სახელი.
- ჰო.
მარია ლაპარაკობდა და მხოლოდ ტუჩებს ამოძრავებდა. იჯდა დიდი ქურთუკით და გრძელი კაბით, მანჟეტები მკლავებზე უჭერდა.
- რა გაწუხებს? - ჰკითხა ნიკომ.
- შენ ეს არ გაინტერესებს!
- მაშინ არც გკითხავდი!
- მაშინ ვერც აქ იმუშავებდი!
- მართლა მაინტერესებს...
- რა?
- რა გაწუხებს?
- რისთვის?
- რათა დაგეხმარო.
- მე ვერ დაგეხმარები.
- რატომ?!
- ეს შეუძლებელია.
- შეუძლებელი არაფერია.
- ფუ! - თქვა მარიამ, - სრული სისულელე.
- სიყვარული?
- უსიყვარულობა! - სწრაფად უპასუხა მარიამ.
- არ იდარდო, - თან ინტერესიც შეუნელდა ნიკოს და სკამზე გადაწვა, - ეს ყველას აწუხებს, - განაგრძო, - ოდესმე შეხვდები ისეთს, ვისაც შენი თვალები შეუყვარდება... თვალებში, სადაც თავის თვალებით შენს სულს შეეხება. დაახვედრე იქ სისუფთავე.
- მაგრამ არ უყვარდებათ მსუქანი გოგოს თვალები.
- როგორ არა, - გაუკვირდა ნიკოს, თან კი მიხვდა... - ნუ მისტირი იმ სიყვარულს, რომელიც დამთავრდა, იბედნიერე, შენ ხომ სიყალბეს დაეხსენი. უყვარდებათ, ოღონდ მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით. შენი შეყვარება ყალბად შეუძლებელია... აუცილებლად უყვარდებათ, მხოლოდ ნამდვილი სიყვარულით... სხვანაირად ვერა, ვერ უყვარდებათ...
თან უღიმოდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი