ლუკა კუხიანიძე

მწერალი, პოეტი, დრამატურგი

0 2019

ხელები ხელებში (მოთხრობა)


წელი 2017 იანვრის 1

„— ზოგჯერ დღეები იმ ადამიანებს ჰგავს, ძილი რომ უყვართ და სიკვდილისა ეშინიათ. “ 
                                                                    

                                                    1 
სიბნელეს ერთი ლამპიონი ჭრიდა, რომელიც მოჩანდა გაღებული ფანჯრიდან. ლამპიონის სხივი საწოლის თეთრ თეთრეულსაც ათეთრებდა,რომელზეც ოთარს და ელენეს ეძინათ. ელენე დაღლილი იყო, მაგრამ მიწვა თუ არა, მალევე დაისვენა მთლიანად. ოთარს მთელი დღესახლში გაეტარებინა. ჭერზე გაკიდებულ პატარა ჭაღზე კატისებრად ირეკლებოდა ლამპიონის სინათლე და ფანჯრიდან შემომავალი ქარიარხევდა. ოთარი პირქვე დაწვა, მარჯვენა ხელი ბალიშის ქვეშ შეიცურა და თავის კომფორტი შეიქმნა. ელენე გულაღმა იწვა, ჭერს უყურებდადა, როცა ამ ჭერს უყურებდა, ხედავდა ლამპიონსაც მიუტრიალებლად, რომელიც წერტილოვნად ირეკლებოდა მის სველ, პრიალა,სიცოცხლით სავსე თვალებზე. ოთარი უყურებდა ელენეს სხეულს, რომელიც უყვარდა. გრძნობდა, რადგან იცნობდა, რომ ახლა არ შეეძლოელენეს დაეძინა. ელოდებოდა. თვალებიდან სიმძიმე მოეხსნა. ელენეს ჯერ კიდევ ბევრი ფიქრი ჰქონდა, ოთარიც გრძნობდა ამას. 
ოთარმა მარცხენა ხელი გამოაცურა ბალიშიდან და ელენეს მკლავზე მოკიდა, მიეფერა, ელენე მისკენ გადმოიწია და კისერში აკოცა.ლამპიონის შუქი ჩააქრო თბილმა კოცნამ. 
— ვერ იძინებ, ფერია, ვერ იძინებ, ასეა. — შენიშნა ოთარმა და ხელით კიდევ მიეფერა მკლავზე. 
— ცოტახანში სასმელს მოვიტან, — თქვა ელენემ და ოთარის თმებს მოურია. 
— ერთად წავიდეთ, გვიანია. 
ყოველი სიტყვა, რომელსაც ამ ორიდან ამბობდა რომელიმე, ამ სიბნელეში და სიჩუმეში, თბილ სიჩუმეში ცუდად ახმაურდებოდა, ამიტომაცმოკლე პასუხებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. 
ორივე გაირინდა. 
ელენე რაღაცებს ფიქრობდა განუწყვეტლივ და თავის შიშველ ფეხებს უყურებდა, რომელზეც ლამპიონის სინათლის ანარეკლი აციაგდებოდათაღოვნად. 
ელენემ შეხედა ოთარს, ახლოდან, თავისი ლოყა მის ცხივრთან მიიტანა და გამომავალი თბილი ჰაერით მონატრება მოიკლა. შენიშნა,ოთარს რომ ჩასძინებოდა, მაგრამ თვითონ ვერ იძინებდა. 
ახლო იყო თურმე ძალიან მაღაზია. 
ელენემ ლამპიონს დიდხან უყურა და დიდხანს ყურებით მოციაგე სინათლე მწველ სინათლედ გადააქცია, მერე კი   ადგა და   ჩაიცვა. სანამოთახიდან გავიდოდა, ოთარს შეხედა.   
გამკვეთრებული ლამპიონი ნელ-ნელა წინანდელ გადაიქცა. 
                                                                                                                                                            


                                                      2                                                                                                                                                               


იმ წვრილ-წვრილ საგნებად მიყრილ სტუდიაში, სადაც ყველაფერი არეულ-დარეულია, სადაც ახალ სტუმარს დიდი ხანია ელიან, მაგრამ მისგამოჩნამდე სხვას მასპინძლობდნენ, სადაც კედლებზეც არაქართული თამბაქოს სუნია გაჟღენთილი და საშინლად ყარს იქაურობა, სადაცყველა მზაკვარს წააგავს და ბოლომდე კიდევ შეუძლებელია გჯეროდეს სიმართლის, სადაც შიში უფრო მეტია, ვიდრე ხათრი და სადაც უფროხშირად ამბობენ სიყვარულს, ვიდრე აკეთებენ, ქალბატონი უფროსი გამოჩნდა: 
- გივი, გივი... მომისმინე! აუცილებელია! მისმინე! კამერა გვერდიდან უნდა უყურებდეს, აუცილებლად მიაახლოვე მის სახესთან,განსაკუთრებით თვალებთან, - ქალბატონი უფროსი   ცოტა ხანს შეჩერდა, - ეს უნიკალური შანსია... უნდა გესმოდეს. - ხელი მხარზე მოხვია -გივი, გავგიჟდები, რომ გაგვეშვას ხელიდან. 
- კარგი, არ არის პრობლემა, - ჩუმადვე უპასუხა გივიმ. 
- დათო, შენ იცი, აბა... ხომ იცი, როგორ, რა, რომელ წერტილში... 
დათო, თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა. 
- აბა... ვიწყებთ! 3...2...1... 
- ერთი წუთით, - თქვა რესპოდენტმა, - ერთ წუთით. 
- დიახ?   
ქალბატონი უფროსი დაიძაბა. 
- ახლა დავიწყოთ, - თქვა რესპოდენტმა. 
ქალბატონი უფროსი მოეშვა. 
- ვიწყებთ, 3...2...1... 
კამერას წითელი ნათურა აენთო. 
- მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, გილოცავთ ამ დღეების დასწრების შესაძლებლობას, დღეს, ჩვენი სტუმარია მუსიკოსი დაპოეტი ოთარ კიფერიანი, 
- სალამი, ოთარ... გმადლობ, რომ ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩემი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვამბობ, რომსაპატიოც... 
- გამარჯობა და   მივესალმები თქვენს მაყურებელს, რომელშიც, ალბათ, გარეულია ჩემი მსნელი. 
- უწინარესად, თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მსურს, საუბარი დავიწყოთ მუსიკიდან და პოეზიიდან, რომელიც, ალბათ, დამეთანხმები,ერთმანეთის გარეშე არ არსებობს... რას გვეტყვი, პირველ ყოვლისა? რა არის შენთვის მუსიკა? 
- გმადლობ. კარგია, ამას რომ მეკითხები, ე.ი. საზოგადოებაშიც არსებობს ალბათ ამის ინტერესი და ისიც მახარებს, რომ 
(ქალბატონი უფროსი თავს იქნევდა უწყვეტლივ) 
— ამაზე საუბრის შესაძლებლობა მაქვს, — განაგრძო მერე რესპოდენტმა, — პოეზია ემოციაა, ისევე როგორც ნამდვილი მუსიკა. ლექსი,რომელიც არამელოდიურია, ჩემთვის, არაფერია. და მუსიკა, რომელსაც არ აქვს ემოცია, ანუ პოეზია, ისევე არაფერია. ჩემთვის მუსიკა არისთვითგამოხატულება და, აგრეთვე, ქველმოქმედება. ჩვენ... ვსაუბრობ იმ დროზე, როდესაც ჯერ კიდევ არაპოპულარული ვიყავი, ამ... —რესპოდენტი წამით ჩაფიქრდა: წამის უსრაფესად გაუარა თავში აზრებმა, „ არა, ვუწყი:   მე მართალი ვარ, მაგრამ ამ პირობებში მათ არშეუძლიათ იცოდნენ, რა სევდას იტევს ჩემი გული “ , ამიტომ, სხვაგვარად უნდა ვთქვა, მაგრამ... — ერთმანეთის ტკივილებს ვცვლიდით, —წარმოთქვა მაღალი ბარიტონით, — ისინი, ვინც ვუსმენდით ნამდვილ მუსიკას. რა თქმა უნდა, არის მრავალი მხარე, თუნდაც ის, რომსაზოგადოების დიდი ნაწილი ცუდ მუსიკას უსმენს, ირიბად რომ ვთქვათ. მუსიკა ეს არის როცა მოიწყენ და გსიამოვნებს, მოიწყენ იმდენად,რომ მხიარულდები და, ამ დროს, ყველაზე დიდი მხიარულება, მოწყენაა. და ყველა ის, ვინც ერთად მოვიწყენდით ხოლმე, ვირქმევდითოჯახს და გვეკუთვნოდა სახელი ესეთი. 
- რას ნიშნავს „ ოჯახი “ ? 
- აი, ჩვენ ხომ ჩვენი ოჯახი ძალიან გვიყვარს, მშობლები, და, ძმა...   ყველაზე საყვარელი ადამიანები, ეს არის ჩემთვის მეორე ოჯახი -ყველაზე საყვარელი ადამიანები. 
- რით განსხვავდება ნამდვილი, ვგულისხმობ სადაც იზრდები, იმ ოჯახისგან, რომელთაც მუსიკა გაერთიანებთ? 
- არ არსებობს უმცროსი და უფროსი. 
- კეთილი, როდის დაიწყეთ მუსიკალური კარიერა? 
- სიმღერას ალბათ ადამიანი და, ზოგადად, მუსიკას ადამიანი დაბადებისას ეხება, რადგან მუსიკა მრავალფეროვანია... სწორედ იმ წამიდან,როდესაც დედის... მუცლიდან გამოყოფს თავს და ტირილს იწყებს. რა თქმა უნდა, ტირილი ძალიან დიდი ემოციაა. განსაკუთრებით უსუსურიადამიანის... და ბავშვის... მაგრამ მუსიკის შექმნა თუნდაც აპარატურა და ა.შ. მეტწილად, გამართლებაზეა დამოკიდებული. ამიტომ, მეგამიმართლა. პირველად, 6 წლის ვიყავი, როდესაც ვიმღერე - სკოლაში, ზეიმზე. ეეე, ჩემი ირმა მასწავლებელი... და როცა პირველადჩავწერე, 16 წლის ვიყავი. 
- თქვენი პირველი ალბომი, რომელიც 2010 წელს შესთავაზეთ მსმენელს, მას სრულიად საქართველო იცნობს. 
- დიახ, ეს მუსიკისთვის ყველაზე უმნიშვნელო რამაა. 
- რას გულისხმობთ? 
- მე ვფიქრობ, ისევე, როგორც წიგნის საუკეთესო გაყიდვადობა, ესე იგი პოპულარობა, ახლა ბევრი იბრძვის ხოლმე ამისთვის, არაფერსწარმოადგენს. მუსიკა პოპულარობის შემდეგაც ისეთივეა, როგორიც მანამდე, სანამ პოპულარული გახდებოდა. წიგნიც ასევეა, მითუმეტესყველამ ვიცით, რომ ბევრი წიგნი ერთ-ორი საშინელი წინადადების დაწერის გამო ქცეულა ბესტსელერად. მაგრამ ისიც სათქმელია, რომპატივს ხარისხიან მუსიკოსს და პოეტს კი არა, პოპულარულ მუსიკოსს სცემენ. და რეიტინგი როგორც მუსიკის, ისევე წიგნის, მის ხარისხსსვერასოდეს აჩვენებს. მეტიც, პოპულარობა ცუდია. 
- პოპულარობა ცუდია? — გაიკვირვა დათომ, — რატომ მიგაჩნიათ ასე? 
- რა? 
- რომ პოპულარობა ხელოვანის უარყოფითი მხარეა? 
- ხელოვანის არა, ხელოვნების. კონკრეტული ქმნილების... 
- დიახ, რატომ? 
- პირველ რიგში და ეს ალბათ ასეც უნდა იყოს, მაგრამ ყოველშემთხვევაში მე დიდ პრობლემას მიქმნის ის, რომ ყველგან დამყვება „ ეს ის არარის? “ და ა.შ. ამ ქაოსის გამო, მგონია, პირად ცხოვრებაში შეუძლებელია სიმშვიდის მოპოვება, მაგრამ ყოველი ხელოვანი მზად უნდა იყოსიმის შესაწირად, რომ ცხოვრება არ ექნება. თუ ცხოვრებასა და ხელოვნებას შორის არჩევანს გააკეთებ, შენი არჩევანი სრულყოფილი იქნება,მაგრამ თუ ორივეს ისურვებ, არცერთ არ იქნება სრულყოფილი და საერთოდ, ძალიან არასასიამოვნო იქნება. მერე კი, რაღაცნაირად,პოპულარობისას, რაღაცნაირად თითქოს სირცხვილი ხდება შენი მოსმენა. ეს   რაღაც დაუწერელი კანონია, რომელიც ვერაფრითგამოვიცანი. როდესაც ბევრი გისმენს, თითქმის მთელი ქვეყანა, ან თუნდაც მთელი ქალაქი, ან კვარტალი... იმ კვარტალში, იმ ქალაქში და იმქვეყანაში, სირცხვილად მიიჩნევა ამ მუსიკის მოსმენა   და უგემოვნობად. და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ნაშრომი რომელსაც სულ მინიმუმთვეები შესწირე და ოფლი ღვარე, ერთჯერადად მიიღო დაფასება. მუსიკის დაფასების შემდეგ, მუსიკა ათასჯერ უფრო უფასურდება, ვიდრემის გამოსვლამდე იყო. ან უფსკრულშია შენი მუსიკა, ან ზენიტში. იცით, ახალგაზრდობაში, როდესაც მუსიკის შექმნა დავიწყე, იმაზეცვფიქრობდი, რომ თავი მომეკლა, რათა ჩემი მუსიკა პოპულარული გამხდარიყო. 
- მართლა? როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება პოპულარული მუსიკოსი, როცა გარდაცივლება? 
- ალბათ სინანული ყოველთვის გაიძულებს, გამოასწორო რაც დააშავე. როცა ვინმე გარდაიცვლება, დიდია სინანული. საერთოდ, შეცოდებასდიდი სიყვარული ახლავს. 
- ვინ არის თქვენი საყვარელი მუსიკოსი? 
- საყვარელი... მუსიკოსი... ეს   ისეთი რამაა, ზოგადად... მუსიკოსი... შენ მუსიკოსი ერთი სიმღერით გიყვარდება და სიძულვილითაც, - ერთისიმღერით მოიძულებ. შესაძლოა, მუსიკოსის მთელი ალბომიც მოგწონდეს, მაგრამ   ერთ დღეს უბრალოდ აღარ მოგეწონოს მისი ახალიმუსიკა, ამ დროს ეჭვი გეპარება იმაში და მუდამ ეჭვის თვალით უცქერ, რომ მისი ახალი ნაშრომი უკეთესი იქნება, სინამდვილეში კი, იქნება.ამიტომ ეს „ საყვარელი მუსიკოსი “ ჩემთვის კიდევ გაურკვევლი რამაა. მე ვუსმენ ვინც ღირსია. სულ ეს არის - ჩემი საყვარელი მუსიკოსია,ვინც ღირსია. 
— 2011 წლის ნოემბერში გამოსულ   ალბომში „ ავტოპორტრეტი “ ერთ-ერთი მუსიკაში არის ასეთი სიტყვები, რომელმაც, ფაქტობრივად,ყველკაზე დიდი როლი შეასრულა თქვენი გაპოპულარულებისთვის, თუმცა საზოგადოების მეორე მხარე ამაზე იცინოდა,   თქვენიშემოქმედების მოძიებისასაც, უხშირესად, ამ სიტყვებს შევხვდებით ხოლმე და მსურს ამაზეც ისაუბროთ, ვგულისხმობ ამ სიტყვების: „ როცაადამიანი დგას, კიდევ მოუნდენება ხოლმე წამოდგომა და სწორედ მაშინ ვარდება “ ; რატომ არის ეს ფრაზა ასეთი ცნობილი და რას ნიშნავს?
— დიახ, ეს არის გაუმაძღარი ადამიანი, რომელსაც მეტი და მეტი სურს, ასეთ ადამიანზე მრავლი თქმულა და მე მოვუძებნე ფორმა ჩემებური.არ ვიცი, ასეთი ადამიანი არის თუ არა საშინელი ადამიანი, უბრალოდ მე გავაფრთხილე საზოგადოება, რომ როცა ამპარტავნდები, ეცემი.შესაძლოა, პირდაპირ ასფალტზე არ დაემხო, მაგრამ ეცემი, მართლა ეცემი. 
— ბოლო დროს ოთარ კიფერ... — ოთარ კიფერიანზე, მხოლოდ სასიყვარულო ამბავს თუ მოისმენდი, არაფერი დაკვშირებული მუსიკასთან,  შემოქმედებითი ცხოვრების ინტერესი გადავიდა პირადი ცხოვრების საოცარ, მზარდ, დიდძალ ინტერესზე, აბსოლუტურად ყველას საშინლადაინტერესებდა ამ ისტორიის რეალური სახე და, ვთქვათ ასე, კულისები, რადგან არცერთი წყარო ზუსტ და სრულ ინფორმაციას არგადმოსცემდა, თქვენ კი არ თანხმდებოდით ინტერვიუებს დახურეთ ყველა კარი და არაფერს წერდით და იზოლირდით და გარეთ არგამოდიოდით და არაფერი   ამის შესახებ. ამიტომ, შეუძლებელია ამაზე არ გკითხოთ და ისე გაგიშვათ სტუდიიდან. პირველ ყოვლისა, ამდენითაყვანისმცემელის მიუხედავად, აირჩიეთ ელენე, რატომ? 
— ყოველდღიურად შემომდიოდა მუსიკიდან ფული, სახლი, მანქანა, ნარკოტიკები, ყველაფერი მექნებოდა, რასაც ვისურვებდი. ჩემი მუსიკამსოფლიო მასშტაბით გადიოდა და ძალიანაც რომ მომენდომა, უკუსვლა შეუძლებელი იყო, მაგრამ როცა ელენეს შევხვდი, ვიგრძენი, რომმაკლდა რაღაც.   ეს მომიტანა მან, რაღაცნის ნაკლებობა და მე ვიცოდი, რომ ამ ნაკლებობას მხოლოდ ის შეავსებდა, რადგან დარწმუნებულივიყავი, რომ ეს მან შექმნა, იმ დანაკლისის ავტორი, რომელიც მისი მოსვლისთანავე გაჩნდა, თვითონ იყო. ელენემ ერთხელ თავისგადარეული თვალებიდან მითხრა: ეს ლექსი ნაგავია. თავიდან, ცოტა მეწყინა კიდეც, რადგან მე ასეთ რაღაცებს არ ვიყავი ჩვეული, მერეთითქოს დავკარგე გონებაში. ეს შუა ქუჩაში მითხრა, ბნელოდა როცა მითხრა... ქუჩებს ყვითელი ლამპიონები ანათებდნენ მაშინ   და როცათქვა ვამჩნევდი იცოდა, რასაც მეუბნებოდა, რადგან შეჩერდა, ესე იგი იფიქრა, გესმით? იფიქრა, მე ისეთი ნათქვამი მოვისმინე, რომელზეციფიქრეს, ესე იგი იფიქრეს ჩემზეც.   თუმცა ბოლომდე მაინც არ შევებრალე იმისთვის, რაც მითხრა და გზა განაგრძო. მე გავიფიქრე, რომღამესაც წაუღია   ერთი ლექსი, და რა, თუ ერთი ლექსი ჩავარდა. 
მას ბედნიერება შრომით და გარჯით კი არა, სურპრიზის სახით უნდოდა და მე ამაში ვხედავდი არაჩვეულებრივ რამეს: უნარი, ფეხზე გეკიდოსმთელი მსოფლიო და თან გადარდებდეს ყველაფერი, თუმცა ვერ გამარცხებდეს, იმიტომ რომ ფეხზე გკიდია. ეს ჩემთვის ძალიან ძნელი იყო,ჯერ იმიტომ, რომ   ვიყავი და უკვე ძალიან პოპულარული და საზოგადოების ფეხზე დაკიდება, ნამდვილად მრავალჯერ მჭირდებოდა. დიდი...ისიც იცოდა, რომ სისულელე იყო მოლოდინი, მაგრამ ფეხებზე ეკიდა. იყო კეთილი, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ სადღაც გაეგო, სიკეთეკარგიაო, არა, იმიტომ რომ ასეთად დაიბადა. ის, რაც მე უზომო სიკეთედ მიმაჩნდა, თვითონ ვერც ხვდებოდა. ეს იყო პირველი, რასაც მასშივამჩნევდი, მერე კი შემიყვარდა და რაიმეს შემჩნევა უკვე ზედმეტი იყო, სისულელეა, გეგონოს რომ ერთი სიცოცხლე ადამიანის გასაცნობადგეყოფა, მაგრამ მე ისეთი მიყვარდა, როგორიც იყო. ზუსტად ისეთ, ბოლომდე გაურკვეველი, მიუწვდომელი. და ახლაც მიყვარს. ამიტომ, ერთდღეს მივედი და ცოლობა ვთხოვე. გამომყვა. მე სხვებთან ვგრძნობდი, რომ კარგად ვიყავი. მასთან კი ვგრძნობდი, რომ კარგად ვიქნებოდი. 
— ამის კითხვა ალბათ ახლა უადგილოა, მაგრამ თქვენზე, როგორც წყვილზე, ამბობდნენ რომ თქვენნაირი კაცისთივს ისეთი მეუღლე,როგორიც ელენე იყო, დაუმსახურებელი იყო. ალბათ, გარეგნობას გულისხმობდნენ, რას ფიქრობთ ამაზე? 
— მართალია, მე და ელენე მართლაც არ შევეფერებოდით გარეგნულად, მე სიმპათიური ვიყავი, ელე კი არაქალური. მაგრამ ჩემისიმპათიურობაც მან მაგრძნობინა, შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მას შეეძლო ერთ დღეს ეგრძნობინებინა, რომ სიმპათიური ვარ, მეორედღეს კი მახინჯი. ელენე რომც არ მყვარებოდა, მე მის გარეშე არ შემეძლო. და ალბათ, ესაა სიყვარული. 
— მადრიდში გაემგზავრეთ... რატომ? 
— დიახ, ხუთი წელი იქ ვიცხოვრეთ, შემდეგ დავბრუნდით ნახევარი წლით და 4 წლით ისევ ჩავედით. 
— კეთილი, თქვენ თქვენი ცოლის მკვლელი ციხიდან იხსენით. 
— დიახ, ვმეგობრობთ. 
— ეს არ გეჩვენებათ არაორდინალურად? გვიამბეთ, რა მოხდა მადრიდში. 
—   ჩვენ უკვე მივიღეთ იქაური მოქალაქეობა და მადრიდში გაიმართა სასამართლო და... 
— მესმის, ოთარ, მესმის, რაოდენ მძიმეა! 
—   მოხდა ისე, რომ განაჩენის გამოტანისას, სასამართლოზე, მოსამართლის კეთლი ნების გამო, წონა ჰქონდა ჩემს სიტყვას. მე ჩემს ცოლსძალიან ვიცნობდი, ცუდი იყო თუ კარგი - ეს არ არის საკითხავი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ელენე თავის სიკვდილსაც აპატიებდა სხვას.საერთოდ, ყველას ყველაფერს აპატიებდა, რაც არ უნდა დაეშავებინათ. მითუმეტეს ის კაცი, ერიკი, ციხეში რომ მომხვდარიყო, რამდენიადამიანი დაიტანჯებოდა კიდევ? ექვსი და პლუს მე, იმიტომ რომ მეც გარეული ვიქნებოდი მის დაჭერაში და ვერასოდეს მოვისვნებდი.იარღიდან რომ ესროლა ან თავზე ბოთლი შუშის გადაემტვრია, კიდევ ვიტყოდი, რომ იმსახურებდა, რასაც ყველა ელოდა, მაგრამ სრულიადფხიზელი, სწრაფად მოდიოდა და უბრალოდ გაიტანა. ჩემი ცოლი ცოცხალი აღარ იყო. 
— დიახ.   
—   პირველი სექსიც მასთან მქონდა ჩემს ცხოვრებაში და უკანასკნელიც. რით, ან როგორ განსხვავდები სხვა წყვილებისგან? მეც ბოლოსვეისეთივე მოგონებები დამრჩა, როგორც ყველა სხვას. ამიტომ როგორღაც, არ მახსოვს ჩემი შინაგანი მდგომარეობა, მივედი სასამართლოშიდა ვუთხარი, რომ ჩემი ცოლი ფსიქიკურად შეშლილი იყო, ვუთხარი, რომ საქართველოშიც მრავალჯერ გაუკეთებია ასეთ რამ, რომმრავალჯერ გადასულა ჭკუიდან, ვუთხარი, რომ დიახ, ის შეუხტებოდა მანქანას და ვინაიდან იქ კამერები სათვალთვალო არ იყო, ესირწმუნეს. მომთხოვეს სამედიცინო დასკვნა და ვუთხარი, რომ ჩვენ ყოველთვის ვიცავდით თავს ამის გახმაურებისგან, რადგან მათ იცოდნენრომ მე მუსიკოსი ვიყავი და პოპულარული, ირწმუნეს ისიც, რომ ეს ჩემი პოპულარობის გამო ასე იქნებოდა.   თქმა უნდა, ყოველივე ტყუილიიყო. აი, იმ დროს, როდესაც ამას ვაკეთებდი, უეჭველია, რომ ყელში - ყბამდე, მას რომ უყვარს, მკოცნიდა. ჩვენი ცხოვრება ის არის მხოლოდ,მოგონებებისთვის ვიცხოვროთ, მოგონებები შევქმნათ. მე და ელენეს იმდენი მოგონება გვაქვს, ხანდახან ვნატრობ, მოკვდნენ ეს მოგონებები-მეთქი, ვერ ვერევი მათ გახსნეებას, ვერ ვერევი, გესმით? სიყვარული მოგონებებია, — თქვა ოთარმა და ყელში წყალმა ჩაურგბინა, —გმადლობთ.   

დათომ გადახედა ქალბატონ უფროს და ფეხზე წამოდგა, ოთარს ხელი ჩამოართვა. 

      დათო უყურებდა სახეზე, თვალებზე დახუჭულზე, მაგრამ ოთარ კიფეძიანის თვალებში ცრემლი გამოყენებულიყო წინანდელ დროში. ახლაიყო რწმენა: რომ რაც არ გამოსწორდება, უნდა გამოასწორო იმით, რომ ამაზე დარდი შეწყვიტო. 
ქალბატონი უფროსი იდგა და თავის ქმარი აგონდებოდა... 
—   "მხოლოდ დაპირებები, დაპირებები ამოგვახველებენ, როდესაც სინანული მოაწვება გულ-მკერდს", — გაიფიქრა რესპოდენტმა, ოთარმა. 
კამერებიან ადგილს გადმოსცდა, ფეხი ჩამოდგა, ნაცნობ სახეს ღიმილი მისცა, მარჯვენა ხელით მის მარცხენა ხელს შეეხო, — კარგიიყო, ძვირფასო, ძალიანაც, — უთხრა ქალმა და ორ თითზე მოჰკიდა მთლიანი ხელი. ოთარმა კოცნით აკოცა და მარჯვენა ხელი მისწელგაშიშვლებულ წელზე მოკიდა, მის მხარშიშველ ზედას შეხედა და ერთად დატოვეს შენობა. 

დასასრული
კომენტარები (0)