ღამეა მარტის...


ღამეა მარტის,ცივა
დაფლეთილ ღრუბლებს ქარი სადღაც მიაფრიალებს,
დამძიმდა ნისლი
და მოდის წვიმა,
მისველებს თმებს და მაგვიანებს...
ცვივა და ცვივა უჩვეულოდ წვეთები წვიმის,
ამ სიბნელეში შენზე ფიქრნი თავს მევლებიან,
ვეება მთვარე ვეღარ ტკბება მიწის ხილვით და
ქარები ღრუბლებს ისევ ციდან ერეკებიან...
და მოდის დილა,
გაზაფხულის სურნელი მათრობს
ეს უჩვეულო მარტის თვეა განაწამები,
უღრუბლო ცაზე მიეჭედათ მგზნებარე მზე და
თოვლი დნებოდა მთის მწვერვალზე ნაიარევი.
და ახლა სევდა მილაქუცებს სახეზე,მაფრთხობს
და თითქოს გულში უნებურად სიმები წყდება,
ეს გაზაფხულის უჩვეულო დარია,თუმცა
ვხედავ ოცნება,როგორც ეს სანთელი დნება...
და მიქრის ჩუმი,ვეებერთელა იმედი ამ დღის 
ეს მოლოდინი ახლა უკვე ჩუმი ქარია
და მოგონება,ეს ფიქრები შენზე რომ მათოვს
სისხლში დამიდის და ცხოვრება კვლავ მიხარია.
2 კომენტარი
.....7 წლის წინ

მომეწონა რა კარგი ლექსია მარიამ მაგარი ხარ ყოჩაღ❤❤❤❤

Madloba didi

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი