ნუ გაანადგურებ


შემოდგომაა, ფოთლები ცვივა             
და სადღაც შორს, ტყის პირას,
ალვის ხის ძირში შველს ძინავს,
და თან ნახულობს ტკბილ სიზმარს.

და უცებ ბრახო, ბრაკონიერმა
გამოასალმა სიცოცხლეს შველი,
და ობლად დარჩა იმ შველს ნუკრები,
ცრემლებს ვერ მალავს დედა იმ შველის.

გავიდა დრო და წლების შემდეგ,
ხის ძირას ნახეს გვამი იმ კაცის,
თანაც სწორედ აი იმ დღეს,
როცა მან მოკლა ის შველი მარდი.

შური იძია ბუნებამ მასზე
ცოდვისთვის, რომელიც მას აწვა მხარზე.
და ობლად დარჩა შვილი იმ კაცის,
ცრემლებს ვერ მალავს დედა იმ კაცის. 

ადამიანო რად ხარ ბოროტი?
რატომ ჩადიხარ ასეთ დიდ ცოდვას?
რატომ გაქვს გული ყალბი, ბოროტის?
რას ერჩი ცხოველთა დიდ ხროვას?

შემოდგომაა, ფოთლები ცვივა
და სადღაც შორს, ტყის პირას,
ალვის ხის ძირში შველს ძინავს,
და თან ნახულობს ტკბილ სიზმარს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი