ჯადოსნური ხილი


გათენდა.თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე დადგა,რომელიც ისეთივე მოსაწყენი იქნებოდა როგორც სხვა დანარჩენი,მაგრამ...ეს დღე სრულიად განსხვავებული და ამაღელვებელი იყო,რადგან მე ჯადოსნური ხილი აღმოვაჩინე...
       აი ასე დაიწყო ეს ამბავი...
      გავიღვიძე თუ არა სამზარეულოში ჩავედი,ყველას მივესალმე,მაგრამ რეაგირება საერთოდ არ იყო.მთელი ჩემი ოჯახი, ტელევიზორს მისცქეროდა გაფართოებული თვალებით და ყურადღებასაც არ მაქცევდნენ.(მემგონი ისიც არ იცოდნენ,რომ მე იქ ვიყავი.) ...ორიოდ წუთის შემდეგ დაუბრუნდნენ რეალურ სამყაროს.
-ასეთი რა გამოაცხადეს,რომ ვერ შემამჩნიეთ?
-თურმე, რაღაც დაავადება გავრცელდა,რომელიც ადამიანებს ასუსტებს და ასე რომ ვთქვათ,სისხლის ნაკლებობას იწვევს ორგანიზმში.
-მერე რაა?სისხლის გადასხმით ყველაფერს მოევლება.ისეთი არაფერია.
-საქმე მხოლოდ ამაში არ არის!დაავადებულ ადამიანს ვერ დავეხმარებით.ვერავინ დაეხმარება,რადგან დაიმფიცირებული  სხეული არცერთ სისხლის ჯგუფს იღებს.
-ალბათ,ექიმები იპოვიან რაიმე გზას რომ ეს ყველაფერი შეაჩერონ. ჩვენ კი, ფრთხილად ვიყოთ.
-რა თქმა უნდა,სიფრთხილე გვმართებს.იცოდე სკოლაში,რომ წახვალ პირბადე გაიკეთე და ხელები შესვენებებზე კარგად დაიბანე.ეცადე,რომ  შენი ნივთების გარდა არაფერს შეეხო.
-ხო კარგი. 
-ისე გავერთე საუბარში,რომ სულ დამავიწყდა ბროწეულის წვენის გამზადება.ორი წუთი თუ დამელოდები გაგიკეთებ.
-კარგი დაგელოდები,ჯერ არ მაგვიანდება.
-აი მზადააა.წვენსაწური,რომ ვიყიდეთ კარგია.ახლა ყოველდღე გაგიკეთებ ხოლმმე ნატურალურ წვენებს.
-ოღონდ იცოდე ბროწეულის წვენი ისე მიყვარს,რომ დღეში ათჯერ მაინც მოგიწევს მისი გაკეთება.
-შენ ნუ გეშინია,არ დამეზარება.
-კაი დეე... კარგაად!
                                                         მე-2 თავი
...
-რა ხდებოდა სკოლაში?
-უკეთესი იქნება მკითხო-რა არ ხდებოდა სკოლაში?
-რატომ?
-რა რატომ? მხოლოდ ექვსი ბავშვი ვიყავით.დანარჩენები ავად არიან.მარტო ჩვენს კლასში კი არ იყო ეგრე... მთელი სკოლა დაცარიელდა.ისეთი სიწყნარე იყო შესვენებებზე,არად ადრე ხმაურისგან თავი მტკიოდა.
-უი რა ცუდიაა.თუ გინდა მოინახულე.
-რა თქმა უნდა, მინდა.
-მაშინ დღესვე წადი.
-ხო.მეც ეგრე მირჩევნია. დღეს ექვსისთვის წავალ. კაი ეხლა ავალ ზემოთ,ვიმეცადინებ თორემ შეიძლება ვერ მოვასწრო.
-კარგი!
           ოთახში,რომ შევედი  სამეცადინო მაგიდას მივუჯექი,მაგრამ წიგნებს გული ვერ დავუდე.სულ ჩემს მეგობრებზე ვფიქრობდი.ტირილიც კი დავიწყე,რადგან ამ დაავადებამ მრავალი ადამიანი შეიწირა.მეშინოდა,რომ ისინიც წავიდოდნენ...ისინიც დამტოვებდნენ სამუდამოდ...
     ექვსი დაიწყო.მოვემზადე წასასვლელად.რა თქმა უნდა, ჩანთაში ბროწეულის წვენი ჩავიდე და გავსწიე საავადმყოფოსკენ.
    დაახლოებით ნახევარ საათში მიმღებში ვიდექი და ველოდებოდი ჩემს რიგს რათა, გამერკვია, თუ რომელ პალატაში უნდა მენახა კლასელები.
-გოგონა შენი მეგობრები მე-3 პალატაში არიან.მეორე სართულზე.
-კარგით, მადლობა.
-არაფრის.
       როდესაც პალატას მივუახლოვდი,გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო.ავღელდი.მაგრამ,როდესაც ბავშვების მომღიმარი სახეები დავინახე,როდესაც მათი გაბრწყინებული თვალები დავინახე აღელვებამ სულ მთლად დამივიწყა.
-როგორ ხართ ბავშვებო? ვერც წარმოიდგენთ უთქვენოდ როგორ მოვიწყინეთ ყველამ.დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი ძველებურ რიტმს დაუბრუნდება.
-ეჰ,ნეტავ მართლაც.ადრე სკოლაში მოსვლას ვერ ვიტანდი,მაგრამ ახლა ის მინდა,რომ ყველაფერი ადრინდელივით იყოს და ისევ სკოლაში მოვდიოდე.
-საჭიროა მხოლოდ რწმენა.იმედიი არ უნდა დაკარგო.აი ნახე სულ მალე უკეთ თუ არ გახდებით. თან ბროწეულის წვენი მოგიტანეთ.ნუ ღელავთ ჩემი ხელით გავაკეთე,სრულიად ნატურალურია.ბროწეული კი ჩემს ეზოში მოვწყვიტე.
-მადლობაა.
         დიდხანს ვსაუბრობდით.ვიხსენებდით ძველ ამბებს.მე კი ვცდილობდი,რომ მათთვის რწმენა დამებრუნებინა,რომელიც არც თუ ისე შორს წასულიყო.


                                                          მე-3 თავი
იმ ღამეს საავადმოოფოში დავრჩი.ღამით თვალიც ვერ მოვხუჭე.ძალიან მეშინოდა.ექიმები რაიმე გზას ეძებდნენ,რომ ყველაფერი ძველებურ რიტმს დაბრუნებოდა.არადა, პასუხი იმაზე ახლოს იყო ვიდრე წარმოიდგენდნენ.
        მეორე დღეს საოცარი რამ მოხდა... ჩემი ყველა კლასელი გამოჯანმრთელდა.მათმა ანალიზებმა აჩვენეს,რომ სისხლის რაოდენობა ნორმალური იყო.ყველა გაოცდა.ვერ ხვდებოდნენ,თუ რატომ  განიკურნენ მარტო ჩემი მეგობრები და სხვა პაციენტები არა.მე კი მივხვდი რაშიც იყო საქმე...
          წლების წინ ბაბუაჩემი მეუბნებოდა,რომ ერთ მარცვალ ბროწეულში ერთი წვეთი სისხლია.იმასაც მეუბნებოდა, რომ ის ნეიტრალური იყო,ანუ ყველა ჯგუფსა და რეზუსზე მიდიოდა.მე კი ბავშვებს ძალიან ბევრი ბროწეულის წვენი დავალევინე.
       ასე,რომ ჯობს იაზროვნო,როგორც ბავშვმა რომელსაც სასწაულების სჯერა,ვიდრე ზრდასრულმა,რომელსაც მხოლოდ ფიზიკის კანონების სწამს.
                                           მარიამ სირბილაძე
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი