მაცი ჯალაღონია - ისტორიკოსი

მე დავიბადე 1976 წლის მარტის ერთ ჩვეულებრივად ჭირვეულ დღეს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ სარაქონში, ჩვეულებრივი, მშრომელი ადამიანების ოჯახში. 1982 - 1992 წლებში ვსწავლობდი მშობლიურ, სარაქონის საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე ახლადგახსნილ ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში.. საშინელ 90-იან წლებს ემსხვერპლა ჩემი სიჭაბუკისეული წლები, ის ჩემს ცხოვრებას შავ ლაქად ამჩნევია და მოსაგონრად ჯოჯოხეთია. მქონდა საკმაოდ ამბიციური ოცნებები. პროფესიით ისტორიკოსი გახლავარ და მინდოდა ამ მიმართულებით უფრო ნაყოფიერად მემუშავა, თუმცა ამ მიზანს ვერ მივაღწიე, მამის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გავხდი მშობლიურ კერას დავბრუნებოდი და დედას ამოვდგომოდი გვერდში. აქ, მშობლიურ სოფელში ბევრს ვერაფერს მივაღწიე. სტუდენტობიდან მოყოლებური მშობლიურ სკოლაში ვმუშაობ და მართალი გითხრათ მეამაყება რომ რამოდენიმე თაობა ჩემს ხელში რომ დაფრთიანდა. ამჯერად იმავე სკოლის დირექტორი გახლავარ. ხშირად ვუბრაზდეი საკუთარ თავს და ვუჩივი ბედს. ეს ჩვეულებრივი ადამიანური მომენტია, რომელიც მალევე გამივლის ხოლმე: მე გული მწყდება იმაზე, ჩემი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლინება რომ ვეღარ შევძელი. გაგეცინებათ და ხნდახან ტირილიც კი მინდება, მაგრამ თავ როგორღაც ვიკავებ. ჩემდათავად მე ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვუსურვებ ერთ რამეს: არასოდეს, ცხოვრებაში აუხდენელი ოცნებები არ დარჩენოდეთ; როცა იმას აკეთებ, რაც გიყვარს და გიტაცებს, ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?