ამ(ა)ო(დ)ხეთქილი .


*    *    *    *    *    *    *    *    *    *    *
სულს შესცივდა.ხელით ვეძებ ასანთს,
სიგარეტის ამოვიღე ღერი.
სევდისფერი დავინახე ბოლი,
ნაცრისფერი,აღარ- ბედნიერი.

სად წავიღე,სად დავკარგე სითბო.
მენატრება,მენატრება ის დრო!
წერა გინდა? ვუპასუხე ,,კი``-თქო...
შენღა შემრჩი გაცრეცილო რითმო.

გამებურა გაყინული სული,
სიგარეტიც ჩაიცალა უცებ.
მენატრება! სად წავიდა ის დრო,
მას რომ მხოლოდ ოცნებებში ვუცქერ.

მცივა ! ვიცი,კიდევ შემცივდება,
სიგარეტიც აღარა მაქვს მეტი,
უშენობა მკლავს და მიმატოვე,
ტკივილი ხარ ჩემი,მეტისმეტი !

ჩაიკეტე ღრუბლებს შორის კარი,
ანგელოზებს ეუბნები ამბავს.
რას მერჩოდა ღმერთი ,ასე მკაცრი
მე რომ ასე,უშენობით მტანჯავს.

დაგიშავე,დაგიშავე რამე ?
ასე რატომ,გამიმეტე რატომ !
არ იკმარე შენი თავი მკვდარი,
დედამიწა არ დატოვე მარტომ.

ერთ სხეულში გული ძგერდა ორი.
და ექვს თვეში იყო მისი რიგი,
სამთვიანი მომიკალი შვილი !
შენს სხეულში მეზრდებოდა იგი.

რა დედა ხარ?! დედა სამგზის მკვლელი !
ჩემი გული, შვილიც მომიკალი !
მენატრები,მენატრები ძლიერ !
მაპატიე , რისხვა გულის მწველი.

სიყვარულო,მაპატიე კიდევ,
ახლა უფრო მაპატიოს ღმერთმა.
ვერ გავძელი უშენობით,ვერა !
და სულ მალე ჩვენ ვიქნებით ერთად.

მაპატიე ! მე ეს ცოდვა ღმერთო .
ვიცი,ასე არ შემშვენის ქცევა,
მაგრამ რა ვქნა,მენატრება ორი
საცხოვრებლად რომ აქვთ მაღლა ზეცა.

სიყვარულო,დაიცადე ცოტაც !
მექნება მე თოკში მალე თავი.
უჩემობა შენ ვერ უნდა იგრძნო,
მაკისრია მე ეს დიდი ვალი.

დამელოდე,დამელოდე ცოტაც.
გავაკეთე უკვე თოკის რგოლი,
სკამიც უკვე გადატრიალდა და ...
სახლში დარჩა სევდისფერი ბოლი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი