მოღრიალე პლანეტა


ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ,
ჯერ არ დამდგარ წუთებს სტკივათ შეჯახება.
მონატრება მისი - ,,ნახევრის " შეხება.
წავიდა და შემრჩა ოცნებები ხელში,
წავიდა და დარჩა ეს სურვილი ჩემში.
არ წასულმაც კი თქვა : -,,დამიტოვე შენში !" 

ილუზიას ,მოვლენას ვეღარ იტევს ზეცა.
როგორც ტკივილს ვეღარ,ვეღარ ვიტევ ვერა.
კოსმოსს გაცდა შეშლა.
მუხლებზე დაეცა. 
მტკივა მონატრება, კიდევ უფრო ღამით.
არაამქვეყნიურ გავლენათა ნდობით.
იმქვეყნად მეც მინდა.წამიყვანეთ.მოდით.
მოდით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი