წვეთებმა ფანჯრებს წაგლიჯეს დუმილი


ისევ სევდისფერი დილა დამათენდა
მიზეზი ვიკითხე და წარსული გამახსენდა
ისევ უსაშცელო ფიქრი შემომიჩნდა
ერთი ნაბიჯია ცოდვამდე შენდობიდან
აი წვიმაც წამოვიდა ისმის ქუხილი
წვეთებმა ფანჯრებს წაგლიჯეს დუმილი
ახლა ამინდია ზუსტად შესაფერი
ვერ შეცვლის ამ განწყობას ქვეყნად ვერაფერი
მართლაც ძნელია აღმართში ჯვარი
რა ვთქვა რა დაცწერო ერთი მაქვს ჯავრი
ზოგი იფიქრებს რა უქრის თავში
რა ვქნაწარსულის იარებს ვერაფრით ვერ ვშლი
საუბრის დროსაც წარსული მეჩრება ყელში
ყველა მაგივრად შემაწუხა თითქოს სინდისმა
რა ადვილია შერკინება მთვრალზე სიკვდილთან
უსასრულოა ჰორიზონტზე ფიქრთა თარეში
სრულ უიმედობას ამოიკითხავ ახლა თვალებში
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი