სვანეთის მთებზე


სვანეთის მთებზე დაუწყიათ თეთრ ლაქებს დნობა,
სამუსაიფოდ გამოსულან მკაცრი ჯიხვები,
უშბას ამშვენებს შევერცხლილი ღრუბლების ხროვა,
ბერიკაცები უძღვებიან სუფრას სიმღერით.
მზეს უხარია სვანეთის ცა, რომ არგუნა ღმერთმა
და მდელოებმაც წამოიწყეს ყვავილთა თოვა,
აქ ყვავილებშიც იკითხება არწივის მზერა,
აქ მახვშის სიტყვა კანონია აჩერებს დროსაც,
აქ მუხბე ისე დაგიდგება ტყვიას გააპობს,
აქ დამბაჩები არავის უკვირს,
აქ სუსხიანი ზამთარიც გვათბობს,
აქ გვერდში დგომით ვამარცხებთ სიკვდილს...
ნუთუ ამადაც არ მიღირს ჩემი სვანეთი რად მინდაა?
მთები მაქვს ისეთი... ისეთი კოშკები.. ლახვბა მყავს ისეთიი..
სად ნახავ უკეთესს.. რომც ნახო რად გინდა?
აქ კი არ ხდებიან იბადებიან გმირები...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი