ხან სევდიანი...


ხან სევდიანი ბავშვობის ლანდი
გამოსალმების ნიშნად ხელს მიქნევს,
მინდა მივწვდე და კვლავ თავი ვანდო,
კვლავ ვიგრძნო ძველი სიანცე იქნებ,
მაგრამ ცხოვრება და ჩემი ბედი
გამოფხიზლების ნიშნად მეძახის:
"მე გამომყევი ახალ იმედით,
მე დაგანახებ შენს ნამდვილ სახეს."
უცხო ხალისით ვივსები მყისავ,
ვეღარ მძალავენ ყრმობის გრძნობები
და ონავარ ბავშვს - შორი ნისლისას
ფეხაჩქარებით ვემშვიდობები...
*
მიხეილ ქაშიაშვილი
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი