უცხო ნაპირებს


შეწუხებული შენზე მე ფიქრით
ამ მთლიან ღამეს ფხიზლად ვათენებ
გაწამებული შენით ნაკლული
ამ ნაიარევს სასმლით ვამრთელებ

გადარეული შეშფოთებული
სინათლისძებნას თავს არ ვანებებ
გზააბნეული და დაბნეული
ვცდილობ როგორმე თავს ვერ განებებ

ეჭვშერეული და ცოტა ეული
ვგონებ ღრმად ვტოპავ უცხო ნაპირებს
ვისთვის რჩეული ვისთვის გრძნეული
ფიცს ვდებ და შევასრულებ ამ დანაპირებს

თითქოს ეს გული, დალაგებული
აზრებით ცხოვრობს რა დააბერებს
ჩვენ ჩვენი ბარგი ჩალაგებული
მოდი ნუ დარდობ გზა გააგრძელე

ვუყურებ ვხედავ შორს გარიყულა
ახლოს მოსვლასაც აღარ აპირებს
გრძნობები ძველი ჩანს გაყინულა
და მის გალღობით ვის გააკვირვებ

ასე ჩვეული შორს გაქცეული
ცოტა ძნელია მალე დანებდე
და ჩემი ფიქრი სევდად ქცეული
რა დროს ძილია გთხოვ არ გაჩერდე

ძილ მორეული ჩემი ორეული
არსად არარის ძებნას ვაგრძელებ
ათასში ერთი გამორეული
ძნელია ნახო რას გააკეთებ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი