ვერ მოვირჩინე სულის ჭრილობა


ვერ მოვირჩინე სულის ჭრილობა,
ისევ მარტო ვარ ჩემს ტკივილებთან
და ჩემს წინაშე კვლავ უფსკრულია,
მკრთალი სხივიც კი არსად ინთება.
ჩემს ფანჯარაშიც ისევ წვიმაა,
ისევ ქარია, ისევ დარდია,
კვლავ წყვილ მარგალიტს მჩუქნის მე ზეცა,
კვლავ ტკივილებმა ხელი დამრია.
რა ვუყო ამ გულს, ან ლურჯ ოცნებებს,
წვიმით სავსეებს, მზე რომ აკლიათ?
მე ისევ ქარს თუ გავატან ტკივილს
და გავაყოლებ წვიმებს დარდიანს...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი