მოფრინავენ ფანტელები


მოფრინავენ ფანტელები,
მოფრინავენ შორიდან.
უხვად 
ბარდნის,
ბარდნის,
თითქოს სასწაული მოვიდა.

იანვარმა სუსხი დამკრა
და სიცივით შემაკრთო,
ოცნებები
ყინულების
 ლოლუებით შეამკო.

ჩუმად ვდგავარ, თოვლის ფიფქი
თმაზე ჩამომეხლართა,
როგორ მსურდა,
ჩემი გრძნობა
უკეთ გამომეხატა.

ვიცი,  ვიცი, ვერ გაივლის
ეს ზამთარი უთოვლოდ,
მაგრამ აი გაზაფხულზე,
უნდა გნახო უთუოდ,

გნახო, გითხრა,
უშენობით როგორ ვევნე, ვეწამე,
რომ უმანკო, უანგარო
სიყვარულად გიწამე.

მოფრინავენ ფანტელები,
მოფრინავენ შორიდან.
ისე 
ბარდნის,
ბარდნის,
 სასწაული მოვიდა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი