არ მინდოდა დამეწერა არაფერი


***
არ მინდოდა დამეწერა არაფერი,
მაგრამ მაინც ვწერ.
არ მინდოდა დაენახათ ცრემლი ჩემი,
მაგრამ თავს ვერ ვძლევ.
გულისტკივილს ვერ ვუშველე ვერაფერი –
სევდასაც კი ვერ...
მე ვწერ ისე, 
როგორც ვცხოვრობ ქვეყანაზე,
ვცხოვრობ ისე,
როგორადაც ვწერ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი