მაინც ვინა ვარ


***
მაინც ვინა ვარ? რისკენ ვისწრაფვი?
მოკვდავი ვარ თუ ნეტა უკვდავი?
ვიცი, მე წავალ, ისევ სხვა მოვა,
გაითელება გზები უვალი.
 ვარდები ჰყვავის, ზეცა ლურჯია, 
მე კი რაც მსურდა,
ის მაინც ვერ ვთქვი.
ვერ ვთქვი სრულიად 
ის, რაც გულშია,
იარასავით ასე რომ მეწვის.
თუ ბევრი მითქვამს, მით უფრო ბევრი
 მომმატებია გულში სათქმელი.
თუ ბევრი ნატვრა ამსრულებია,
აუხდენელი დამრჩა რამდენი...
ცხოვრება ქვეყნად მხოლოდ ტანჯვაა,
ვიცი, მე წავალ და მოვლენ სხვები...
ყველას რაღაცა რჩება სათქმელი,
სათქმელი, სავსე გრძნობით და სევდით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი