მიყვარს ივნისის ღამე


ჩამოწვა ბინდი და საოცარი
ცამ სიკამაკამე შემომანათა.
ნამგალა მთვარემ ვარსკვლავებს შუა
ცის თაღზე წყნარად მოიკალათა.
ირგვლივ დუმილი ჩამოწოლილა;
შორს გულსაკლავად მოსთქვამს ოლოლი
და მდუმარებით გარემოცული
ტოკავს ნარნარად ვერხვის ფოთოლი.
მიყვარს ივნისი, ივნისის ღამე
და სიმყუდროვე, სიმშვიდე ღამის,
ცელქი ნიავის ჩურჩული უხმო,
სხივთა ციაგი იდუმალ მთვარის.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი