ისევ სავსეა სული ცრემლებით


***
ისევ სავსეა სული ცრემლებით,
გული – სამარით,
მზერა – ტკივილით.
ისევ დაჰქრიან ლურჯი მუზები
ჩუმი ნათებით,
ჩუმი ჩურჩულით.
ახლა მარტო ვარ და ეს ცრემლები,
დარდი და სევდა ისევ ჩემია,
ისევ ჩემია უთქმელი ტანჯვა
და მოგონებაც ნისლისფერია...
ისევ სავსეა სული ცრემლებით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი