ხელი მონისა არსაკიძისა


მომკვეთეს მარჯვენა, წამართვეს სიცოცხლე,
წამართვეს, რაც მქონდა, აღმართეს სიშორე.
გაცივდა ღიმილი, დაბნელდა გონება,
სრულებით არა სწამთ ლოცვა და გოდება.
იმედად დამრჩება მე სვეტიცხოველი,
სულ მასთან ვიქნები ვაჟკაცი ფხოველი.
უკვდავი ქმნილება ,,გულის სისხლს მოითხოვს,“
თავთუხის თაველებს დაეძებს მზე თითქოს.
,,ღმერთო, ეს რა არის? ვისი ხმა მომესმის?“
,,უტა, მეც მოვდივარ, დაიცა, არ გესმის?..“
და მწუხრი განათდა, არ მიმძიმს სიკვდილი.
იისფერ შუქში ხვევს მწვერვალებს მზის სხივი...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი