წუხელ მესიზმრა


წუხელ მესიზმრა, თითქოს სახლის კარი
ფრთხილად შემოაღე, დედა.
ფეხზე წამოვვარდი, გულში ჩაგიკარი,
შენს სახეს სევდიანს ვხედავ.
იქვე ჩამოჯექი, დიდხანს ვისაუბრეთ,
თავზე გადამისვი ხელი,
გული ამიჩუყდა...გამეღვიძა უცებ,
ვეღა შევიკავე ცრემლი.
ასე უდროოდ რად გამომეცალე?
რატომ გაუყევი სხვა გზას?
რატომ აირჩიე სულ სხვა მისამართი,
რად არ მეუბნები არრას?
დუმილი ჩამოწვა. გული მეკუმშება,
ვერასდროს გიხილავ, ვერა...
არც შენი ღიმილი და არც მოფერება
აღარ გამათბობს, დედა.
ვდგავარ მოწყენილი 
და ტკივილს განიცდის
დარდით გაგლეჯილი გული
და შენს სათაყვანო სახელს,
დასაფიცარს,
ჩუმად ვეფერები, ვუვლი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი