ღამე იყო, ცქრიალებდა ცაზე მთვარე


ღამე იყო, ცქრიალებდა ცაზე მთვარე,
მოეხურა ვარსკვლავების მოსასხამი.
საოცარი იყო ღამე, თრთოდნენ ხენი
და ფოთლებში კრთოდა სიო, ონავარი.
ღამე იყო და ჩემს სულშიც იყო ღამე,
ჩემს გულშიაც კრთოდა სიო, თრთოდა სული.
ვენთე ლექსად და ვიწვოდი, როგორც ღამე.
ვარსკვლავებში ერეოდა მთვარეს რული.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი