ვარდები


მე ეს ვარდები შენთვის ვაგროვე
ჩემი ოცნება შენთვის დავლიე
ქარის ზუზუნი მარტოს მესმოდა
გული ტკივილით მებზარებოდა
ვარდებით ხელში მე მოგეპარე
მაგრამ მე კი შენ ვეღარსად გნახე
დავიწყე ცქერა ღონემიხდილმა
რას ველოდები მე ამ ადგილას
თვალი მოვკარი ნაცნობ ადგილებს
წვიმის წვეთებმა სულ დამაღონეს 
ელოდებოდნენ, ელოდებოდნენ
თუმცა არავის ახსენდებოდნენ
მე ეს ვარდები შენთვის მომქონდა
და როცა მივხვდი იმედი ჩაქრა
თვალწინ ბურუსმა გადამიარა
სივრცეში ქრება ფუჭი სიცოცხლე
ვარდები ისევ უხმოდ ჭკნებოდნენ
შენზე ფიქრები მეკარგებოდნენ
შენი სიტყვები აღარ მესმოდა
ჩემი ოცნებს მეძარცვებოდა
რატომ ვიდექი მე იმ ადგილას
ნუთუ თვალები ვეღარსად გნახავს
მე ცეცხლის ალი უმიზნოდ მწვავდა
დღე იყო თუმცა გულში ბნელოდა
ღამეც სულ ჩუმად მეპარებოდა
მე ეს ვარდები შენთვის მომქონდა 
უცნაურია ფერი ყვავილთა
და როცა უკვე ფიქრმაც შემზარა 
ამაოდ შემრჩა ვარდების გროვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი