..

თოვდა და თეთრად ეძინათ ფიფქებს,
თვალუწვდენელი ნისლების ირგვლივ
რომ მოგეძებნე, გეპოვე იქნებ,
ვდგავარ, უშენო ღამეებს ვითვლი. 

და მაფარია სხეულზე თოვლი,
ცის ნათელ სხივებს არ უჩანთ ბოლო,
არც სინანული აღარ მაქვს ყოვლის,
შენ მენანები ძლიერ და მხოლოდ.

შენდობა არ აქვს ამ სიმარტოვეს,
ჰაერს ერჩიან ცელქი ფიფქები
და თოვლი . . .თოვლიც რომ მიატოვეს,
აწი უსულოდ აღარ ვიქნები . . . 

თოვდა და მღვრიე ფიქრებით წუხილს
უქსოვდა ღამე სიკვდილის პერანგს,
ცრიდა თებერვლის მორჩილი შუქით
მკერდთან იმწყვდევდა ამინდი ვერაგ . . . . ( ზამთარს ) 

ნ.ჭ