თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ ..


თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ
მერე შვილები?
არ გამაწბილოთ თუ ღმერთი გწამთ
იმ კაცს რა ჰქვია
და მომიტევეთ სითავხედე 
როგორ მიყურებთ
რა სირცხვილია, ქალბატონო, 
როგორ გაცვიათ.
თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ
მკერდზე გეტყობათ
თითქოს თქვენს სხეულს ეხებიან
სულ სხვა თითები
რა მარაზმია ვნებას აჰყვე დაუკითხავად
და შემომცქერით უსირცხვილოდ
არც კი წითლდებით.
თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ
თქვენი ტუჩსაცხი
დღეს მეტისმეტად წითელი და
შესამჩნევია
და მოძრაობა თითქოს მძაფრი არაქალური
ვფიცავ, არასდროს თქვენს მშვენებას 
არა სჩვევია.
თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ
თვალებს ვერ მალავთ
და ერთგულების სუნამოში ღალატს აზავებთ
დღეს თქვენი ტემბრი მეტისმეტად ფერშეცვლილია
არც ტონს არ უწევთ, უდიერად აღარც ანაზებთ.
თქვენ ქმარს ღალატობთ, ფრაუ
მერე შვილები?
არ გამაწბილოთ თუ ღმერთი გწამთ
იმ კაცს რა ჰქვია
და მომიტევეთ სითავხედე 
როგორ მიყურებთ
რა სირცხვილია, ქალბატონო, 
როგორ გაცვიათ.

ნ.ჭ
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი