თამაში

ხელოვნებაა და ხელნი
ვნებასავით
ამიკარდაკარდაკარდნენ, ლანდნი დალანდულნი
ღამით მომელანდა,
ტალღის ღელვასავით
მარხვით ჩამუხლული, სული დამარხული.
ქარებს, განთიადებს,
ლოდი ლოდინივით,
მკერდზე დამეკონა კონა ყვავილების,
წვიმას ნაწვიმარი წვეთი შემეფეთა,
ავდრით ნაადრევი დაღლით დაღლილები.
ვართ და თითქოს არ ვართ,
მზე და სამზიანო,
ბედით უბედობით რისთვის დავიბადეთ,
ადამს, ადამიანს, კაცებს, არაკაცებს,
მხარი ჩამოვიმხეთ, კანი გავიხადეთ.
შეგვრცხვა, ცაცხვებივით
ცახცახს მივეკედლეთ,
ფერი, უფერობა, ზოგჯერ ნაფერები,
ცერცვი ხელთ ჩააკვდა ( როცა ) ფერად კედლებს,
გერი, ნანგრევი და როგორ აგერევი.
წყვდიადს სურნელივით ახლავს სიმშვიდე და
მაინც ქაოსია
სიტყვა უეცარი,
ფითრით გაფითრებულს, ცოცვით ნალოცარი,
სხეულს ეულივით,
შენი სამოსია
ჩემს მხრებს ჩამომხმარი ტვირთი უმეცარი.