0 26

მზე ჰგავდა წამოსაფრენ შავარდენს


***
დღე იყო ისეთი, ამინი ჩაივლიდა,
მზე ჰგავდა წამოსაფრენ შავარდენს.
სითბო თქვენმიერი ჩემში ჩაირინდა
და მზერა სულამდე ჩავარდა.
ქვეყანა მთვრალივით დადგა და დატორტმანდა,
ძვლებში გამიარა შიშმა,რომ უთქვენოდ...
მზე ლამის თელავის მაჯიდან წამოვარდა,
და ლამის ჩაგეკონეთ უთქმელად.
დღე იყო ისეთი,ვისხედით შორიახლო,
გუმანი მაგ თვალთა ღვთიურ ფერს ჩაადნა,
მისმენდით...
და თითქოს მიხმეთ და მოგეახლეთ...
მზე თელავს მაჯაზე დაესვა შავარდნად.
2015,ნოემბერი....
კომენტარები (0)