მე თუ უშენოდ გავძელი ..


უნდა ავისხა აბჯარი,
საშენო ბოღმა მახელებს,
ძვალ-რბილში მყავხარ გამჯდარი,
სიგიჟის გზაზე მაყენებ.

  უნდა შევუყვე ქრაფებს,
ვნახო ტინები საყორნე,
შენ აღარ გეტყვი არაფერს,
გულს ჯიხვებს გადავაყოლებ.

  ვიპოვი ჩლიქთა ნასხლეტებს,
რქათა ნალესებს დავძებნი,
სიკვდილი აღარც მახსენებს
მე თუ უშენოდ გავძელი.

.
2014.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი