მიყვარხარ მეთქი,მე ერთხელ გითხარ


მიყვარხარ მეთქი,მე ერთხელ გითხარ,
 შენ სამუდამოდ დაგეჯერება,
 მე შენს თვალებში ჩავარდნა მიყვარს,
 შიგ ბოდიალთ გულის ჯერება.

მე შენს ბაგეზე თრობის ლოთი ვარ,
 მათზე უთვალავ კოცნის მლეველი,
 შენგან მივალ და სენკენ მოვდივარ,
 შენი სურვილის ტვირთის მთრეველი.

რამდენი გნახე ისევ ახლიდან
 ნდომის ხანჯალი დამკარ ტარამდე,
 შენი სურვილი ამყრის  სახლიდან
 რომ ყმად მიგულო კუბოს კარამდე.

მიყვაარხარ მეთქი მე ერთხელ გითხარ,
ვერ გამანელოს დრომ და მანძილმა.
მე შენს ბაგეზე ლოთობა მიყვარს,
შენი თვალების ფსკერზე ჩაძირვა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი