სიცოცხლის წყურვილით გამახელებ


წუთები წვეთებივით გულზე მეღვენთება
თითქოს ცრემლი დამდის რტომოჭრილ ვაზიდან.
ხვალ მოხვალ აპრილად და მიწიდან ამომხეთქავ,
მზესავით დამადგები და შენკენ ამზიდავ.
მოხვალ და სიცოცხლის წყურვილით გამახელებ,
სიხარულს მკლავებზე კვირტებად ამიშლი,
გამავსებ და ვაზის ლერწივით ამაღერებ
და სულზე დასახვევად ამიშვებ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი