0 42

მოდი ახლოს,მაგ ღიმილზე შემიკალი


მოდი,გულში ერთხელ მაინც ჩამიხედე,
გაოცება ადგილზევე გაგაქვავებს,
მოდი,მზერით მკერდის ძვალი ჩამიტეხე,
მოდი,ბარემ ერთი ნახვით გამათავე.

მოდი,ნახე გული მიგავს თივის ბულულს,
ცასა სწვდება შენი ნატვრის ლურჯი ალი,
შენი სუნთქვის ოხშივარმა ჩამომბუგოს,
მოდი ახლოს,მაგ ღიმილზე შემიკალი.

მოდი,მოდი შემილეწე გულის ბუდე,
შემიკეთე სულში დენთი შემიყარე,
მოდი ნახე სიყვარული როგორ უნდა
მერე წადი და ვინც გინდა შეიყვარე.
2014
კომენტარები (0)