0 54

ვოი, და ცრემლმა ჩამამადნო ..


***
ვოი, და ცრემლმა ჩამამადნო,
გული წუხილმა დამაგლიჯა.
ჩემ სატკივარი ვის გავანდო,
რო უშენობამ გამაგიჟა.
ავაი, ჩემო გაწამებავ,
რად თოლით აღარ მენახვები,
შენ სიყვარული არ მცალდება,
გული სისხლით მაქვს შენაღები.
ჩემ სიხარული გამიფრინდა,
ჩემ სიყვარული დამემალა.
ბილიკად სევდა დამიფინა,
სული გოდებით დამიღალა.
განა არა მაქვს საგლოვარი,
თვითონ ვარ ცოცხლად სატირალი.
შენა ხარ ჩემი ჩამქოლავი,
ჩემმი ცრემლების მადინარი.
ვოი, სიზმარშიც ნუღარ მოხვალ.
ნუღარ მაწამებ მონატრებით,
სული სგიჟემ დამიფლოქვა,
წუხილს ხელებში მოვადნები.
არც გათენება არ მიხარის,
ვარ უშენობით წამებული.
გულში ნადები ვერ გითხარი,
გული შენა გაქვს წაღებული.
ვოი, სად წახველ, სით გელოდო.
მოვკვდი უშეოდ, უხარებლად,
ჩემ ხვაშიადის გამხედნელო,
ჩემი ცრელების მდუღარეავ.
შენზე წუხილმა ჩამამადნო,
შენა ხარ ჩემი სატკივარი. 
ამდენი დარდი ვის გავანდო,
ბარემ ცოცხლად ვარ სატირალი.
2003
კომენტარები (0)