ორბი ბოდავლის ბარათები ნათიას


ორბისგან

მიწას დაეტმასნა ჩემი ალუბალი,
ქარმა გაიცეკვა და ზედ გადაიკრა...
ამო, მომენატრა შენთან საუბარი,
ამო, ამ ქარივით ჭკვიდან გადამიყვა...

ამო, შეგიფრინო მკლავზე შავარდენად,
რომ გულგახეთქილმა ჭანგით ჩამომღადრო...
ამო, ალუბალი ხიბლში ჩავარდება,
ქარი ეტანება, კაბა წამოხადოს...

ისიც უშიშვლდება მდედრულ მორჩილებით
და ტანს ახორკლინებს ქშინვა ამოვარდნილს...
ამო, მენატრები, გული მიჩერდება,
ამო შენებურად სული ამომართვი...

ამო, ალუბალთან ქარი ისე ნაზობს
ვითომც არ იხლიდა გულზე მაგის კვირტებს...
კაბას მეც ქარიშხლის გზნებით შემოგაძრობ,
რომ შენს ტაოდაყრილ კერტებს დავაკვირდე...

ამო, საშავარდნე მკლავით მოგიხელთო
რომ მკერდს მიპოტნიდე ჭანგებ დაბასრული...
ამო, შენი სუნთქვის გვრემა შემომენთოს
ვნება მოგვერიოს საზღვარგადასული

პასუხი ორბი ბოდაველს:

ამოვალ, ფშაველო, ლექსებით ამოვალ,
და სადაც ვსხდებოდით ისევ იქ ჩამოვსხდეთ...
ოღონდაც იცოდე, მთვარე რომ ამოვა 
პერანგის ზედა ღილს მე ისევ ჩაგიხსნი..

შენც ისევ მომეჭდე , მკლავებში ჩამმალე,
მე ხელებს შენს ყელში სულ ოდნავ გავითბობ....
შენ შენი სიმშვიდით ხარ ჩემი წამალი,
შენ ახლა რასაც მთხოვ ყველაფერს დაგითმობ...

დაგითმობ ყველაფერს, ნებაზე მოგყვები,
ბავშვობის ვნებები სახსრებში დაგვშლიან..
თითქოს შენი კოცნით პირველად მოვკვდები,
თითქოს შენს მკლავებში გული არ წამსვლია...

ამოვალ, ფშაველო.მერწმუნე ამოვალ,
ეს შენი ბარათიც ისევ მკლავს თავიდან...
ოღონდაც გაფრთხილებ, მთავრე რომ ამოვა
შენს ტანზე დამალულს ვერფერს ავიტან...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი