ფშაველ ძმადნაფიცებს


***
შემეშინდება უთქვენობამ არ გამომფიტოს, 
სუფრა გავშალოთ და ლექსებით გული ვიჯეროთ,
არ დამიჯეროთ თავპატიჯი თუ გამოვიდო,
 დამალევინეთ მსხლის არაყი ფშავლის ბიჭებო.

დამალევინეთ, მთვრალი კაცი კაი კაცია, 
 მეც მაზიარეთ უკვდავებას , არ დავბერდები,
 თქვენს სიმღერებზე შეშლილივით თუ გამაცია,
შემომაშველეთ ლოთიანად ალავერდები.

მთელი სიცოცხლე სიყვარულს და ლექსებს მოვუნდეთ,
არსენას სუფრა და არწივის ფრთები გავშალოთ.
 ტოლებს და სწორებს გადავძახოთ როგორც ქორბუდებს,
 მგლური მუხლებით მოვიაროთ მთელი საფშავლო.

ზურმუხტის ზეცას ფიროსმანის თვალით ვუყუოთ,
ვაჟას ნატერფალს ვეამბოროთ ახალ ვაგლახად,
 ნაიალაღარ ხარებივით დავიბუხუნოთ,
მშობელი მიწა ღალიანი რქებით გადავხნათ.

ყარაჩოხლობა იქნებ მართლა ქალს არ უხდება,
 მაინც ჟინი მკლავს უხედნლი ლექსი გიჭენოთ,
ემაგ ძარღვებში ვაჟას სისხლი მაჭრად დუღდება,
 ვით შეგელიოთ დალოცვილო ფშავლის ბიჭებო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი