0 44

ზვიადაურის ოლიმპიურ ოქროს მოყოლილი ემოცია


გიორგის, დავითის , ირაკლის დრო-ჟამი
 არავის წამოსცდეს- გახუნდა, წავიდა.
 ზურაბი რო არი, ეგეთი ვოჟები,
 მამულის ჭირიმე, ცხრა მინდა, ცხრა მინდა.
 თვალებში შეხედავ, ირემი ქორბუდა
 და ირმულ თვალებში ბუხუნი ლომისა.
 და გული, რა გული, ქართველ კაცს რო უნდა.
 მამულის სახელით გფარავდეს ლომისა.
ხო ლეწა სალეწი ხარული შერკენით,
 ხომ აგვიქაფქაფა ძარღვებში მაჭარი.
ნამდვილად დაზრდილან ალგეთის ლეკვები,
 მტრის ჯავრიც, ღვთის მადლით, არა აქვთ ნაჭამი.
არწივის მართვეა, ცისკრამდე იჭრება
 და გული აწსა და მარადისს ღაღადებს,
იხელონ, იბევრონ ასეთმა ბიჭებმა
შენს ფრთებქვეშ მამულო, მამულო სახატევ.
დალაღდნენ ჯიხვები და როგოც ნეკერი
 ქართლის მზე დაძოვონ გაჩენის წამიდან.
ზურაბი რო არი, ეგეთი ლეკვები, 
მამულის ჭირიმე, ცხრა მინდა, ცხრა მინდა.
კომენტარები (0)