„იღბალსაც დავახატინებ ..


„იღბალსაც დავახატინებ
ჩემი სვე-ბედის მწერალებს!“

ჭიამაიას ვკითხე ბედი და მიწაზე დაეშვა...
მერე სავსამთვარეზე ჯვარნაწერ ბეჭედში ჩავიხედე, დედმამიშვილებიანის დაფენილ სუფრასთან, დედმამიანის ანთებული კელაპტრების შუქზე--ვიყურე, ვიყურე ვიყურე, 
ბეჭედმა არც არაფერი მითხრა, არც არაფერი მაჩვენა...
მარილიანი ხმელა კვერიც გავსინჯე ყველიერის პირველ ორშაბათს, გზაგასაყარზე, უკანმიუხედავმა, ხმაგაუღებელმა-არც სიზმრად არც ცხადად წყალი არ მომწყურდა, არც არავის ვთხოვე, არც არავინ დამალევინა...
ეს იყო ოცი წლის წინ...
მაგრამ ჭიამაიას რაღა უნდა ექნა?
ან ბეჭედს რა უნდა ეთქვა?
ან სიზმარს რა უნდა ეთქვა?
თუ კი ოცდახუთი წლის წინვე ბებიაჩემმა მითხრა თუშს გაყევიო ცოლად...
კიდევ მითხრა ბებიაჩმმა რაღაც, რასაც ჭიამაიაც ვერ მეტყოდა, ვერც ბეჭედი ვერ მეტყოდა, ვერც სიზმარი ვერ მეტყოდა...
ბებიაჩემმა იცოდა ჩემი ბედი, ან არც იცოდა, მაგრამ თქვა და მისი ნათქვამი წერამწერალმა გაიგონა და ჩაიწერა...
დავიტრაბახე : ,,იღბალსაც დავახატინებ ჩემი სვე ბედის მწერალბს "-მეთქი. იქნებ მართლა დავახატინო კიდეც.....
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი