რომ მოინდომო (სიტყვის ძალა)


რომ მოინდომო და ცა მოიგონო
 მე ამიყვანე იმ ცაზე მთვარედ,
 რომ მოინდომო და ციხე მოიგონო
არ გამახედო არასდროს გარეთ.
რომ მოინდომო, ზღვა მოიგონო,
 თვალმარგალიტად ჩამყარე ზირში,
 რომ მოინდომო, ფიქრი მოიგონო,
 მე მომიგონე მოგონილ ფიქრში.
რომ მოინდომო და სახლი მოიგონო,
მე დამაყენე იმ სახლის მცველად.
რომ მოინდომო და დარდი მოიგონო
მე მომაგროვე თვალებში ცრემლად.
რომ მოინდომო და წასვლა მოიგონო,
 ჩემიდან წასული კვლავ მიდი ჩემთან,
რომ მოინდომო და საგულე მოიგონო, 
შიგ ჩამაბუდე და დაგიწყებ ფეთქვას...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი