სტუმრად მოვალ


ღამე იყოს გაგითენებ დილა ვარ,
 თუ ავდარში კარში იყო-ბინა ვარ,
 მიმასწავლე შენი სახლის კარები,
 სტუმრად მოვალ, არა მკითხო ვინა ვარ.

თუ გშიოდეს თავთუხისა პური ვარ,
 თუ გწყუროდეს ცივი ნაკადული ვარ,
მიმასწავლე შენი სახლის კარები,
შემიბრალე, მიჯნურდაკარგული ვარ.

მეც ქალი ვარ, განა ქვა და ტინი ვარ,
მზის სხივი ვარ, შენკენ ჩამოწვდილი ვარ,
მიმასწავლე შენი სახლის კარები,
რა ხანია უმყვრობას ვტირივარ.

ხელი მახლე, ავტირდები, ქნარი ვარ,
სანთელი ვარ, უშენობით მქრალი ვარ,
მიმასწავლე შენი სახლის კარები,
მეც ქლი ვარ განა ცივი ქარი ვარ.

ხომ მაწვალებ, მაინც მადლიერი ვარ,
შენ დაგეძებ, ჩემი თავის მტერი  ვარ,
მიმასწავლე შენი სახლის კარები,
უნდა გნახო, ჩემი თავის მტერი ვარ.

მეტირება, განა ღრუბლის ფთილა ვარ,
არ ვტყდებოდე განა ქვა და რკინა ვარ,
მიმასწავლე შენი სახლის კარები, 
 სტუმრად მოვალ, არა მკითხო ვინა ვარ.
2001,5 ოქტ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი