შეხვედრა

ბარდია ტყედა...
ხართუთის ხე და,
აქ სადღაც შენ ხარ... 
წინასწარ გხედავ....
აგე გუგულმაც ჩამიგურგურა....
შენ ჩემი თავი ხო გიგრძნო გულმა,
 რომ ადექი და გზაზე გადექი,
და რომ არ შეგრცხვა როცა გაგცეცხლა---
შემამჩნიოსო უფრო იოლად. 
მაგ ფიქრზე ადრე  სული ყელს ეცა,
ფერი ფერს შესწვდა და მადლი ზეცას...
და როგორც ბარტყი მატლიან მერცხალს 
გული წინდაწინ გულს უჭყიოდა...
ბარდია ტყედა, ხართუთის ხე და
ამოვიარე აღმართი ქშენით...
შუა ქუჩაში ხელგაშლილს გხედავ..
აღმართს დაბრალდეს სუნთქვის არევა...
აღმართს დაბრალდეს სულის დალევა...
აღმართს დაბრალდეს ჩემიც და შენიც...
ამოსავალში ხართუთის ხედა
გადაღმა ღრე და აქ ბარდი ტყედა...
მოვკვდე და ვითომ აღმართს შევაკვდი,
შენს თვალებს ბრალი ნუ შეეხება,
შენს თვალებს ნირი ნუ შეეხრება...
მე მაგ თვალებში მუჭით შემოყრილ 
ვარსკვლავ გარეულ ზღვის კენჭებს ვხედავ...
ბარდია ტყედა,
ტყეში წევს ხე და
ხესთან სოლი და
 სოლთანაც ხვედა....
ხესთან სოლი და
სოლთანაც ხვედა...