ქარო იქროლე, აღზევდი ..


ქარო იქროლე, აღზევდი,
არ დაიშალო ქარობა,
გადაუქროლე ტკივილებს
ჩამორთმეული ქალობა,
იქნებდა როგორც გალობა
შემოვირიგო წყალობად !

წვიმავ იწვიმე, იწვიმე
არ დაინანო ცრემლები
მე გაზაფხულებს ველი და
ფერებს და ბგერებს ვნებდები.

სხვა ქარები და წვიმები
იქნებ და აღარც მელიან,
ჩელოები და არფები
იქნებ გაყრისას მღერიან.

წვიმავ იწვიმე, იწვიმე
გულს გაჩენილი ღარები,
სისხლად დაღვრილი ლალები
გადავივიწყო მინდა და
დამიბრუნდება დარები.
ქარო იქროლე, აღზევდი,
არ დაიშალო ქარობა,
გადაუქროლე ტკივილებს
ჩამორთმეული ქალობა,
იქნებდა როგორც გალობა
შემოვირიგო წყალობად !
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი