იდუმალება


მტრედისფერი ზღვა, ცის ლაჟვარდი
ცისკრის ნათება,
აისის სხივთა კონები და ფიჭვთა სიზმარი.
ზურმუხტისფერი სინაზე და თოვლივით
                თეთრი თოლიების
სისპეტაკე თვალისმომჭრელი.
მოგონებათა მკრთალი ხილვა - 
შენი ხატება. ჩემი აწმყო _
შენი თვალები ... ჩემთა ფიქრთა იდუმალება _
შენი ხელები. სასურველი,
აუხდენელ ოცნების წყარო.
შენი სიმღერა - არარსებულ ბგერათა წყობა,
არამქვეყნიურ ჰარმონიის ნაზი სურნელი.
ხილვა - სურვილი,
ჩემი აწმყო - შენი ხატება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი